საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე ოპოზიციას კითხვები აქვს

18 ოქტომბერი 2021, 19:50 742 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს. საქმე ეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვასა და შესაბამისი სანქციების დაწესებას. საკითხის ინიციატორი გიორგი ამილახვარი დარწმუნებულია, რომ  სიახლე წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში უფრო ცივილიზებულს გახდის. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. იაგო ხვიჩია მოსალოდნელი ცვლილებებით სიტყვის თავისუფლების თავლსაზრისით საფრთხეებს ხედავს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ შეზღუდავს  გამოხატვის შესაძლებლობას. თუმცა ქართულ ოცნებაში ირწმუენბიან, რომ კანონპროექტი თავისუფალი გამოხატვის თავლსაზრისით საფრთხის ნიშნებს არ შეიცავს და მის მიზანს პოლარიზების შემცირება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი