აშშ-ს თავდაცვის მდივანმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები უკვე დაიწყო. შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ხაზს უსვამს შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.