ინდოეთის კერალის შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან არიან დაკარგულებიც. გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია.
კერალის შტატში ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო და მეწყრული პროცესებიც გამოიწვია.
მეწყრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.