მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად? ამ კითხვას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი პასუხობს.
რუსუდან შავიშვილის თქმით ჯანდაცვის სისტემა ყოველ დღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის რომ მოხდეს მოქალაქეების ინფორმირება ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით მომავალი კვირიდან მობილური ჯგუფები სოფლებში დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს.