“ჯალათი ციხეში” – აქცია სააკაშვილის წინააღმდეგ

16 ოქტომბერი 2021, 18:20 1048 ნახვა

„ჯალათი ციხეში“-ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველმა ხელისუფლებას მიმართა რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია და მათ აღარასოდეს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ამასთან, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და აღნიშნულ პოსტზე მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ.საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებდნენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. მათივე განცხადებით, აქცია პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების მიერ იყო ორგანიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი