მეჩეთში აფეთქების ახალი დეტალები

15 ოქტომბერი 2021, 18:28 783 ნახვა

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მეჩეთზე თავდასხმაში 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან სამი თვითმკვლელი ტერორისტი იყო, მეოთხემ კი სამლოცველოს შესასვლელში დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.  ავღანეთის სამედიცინო სამსახურების მონაცემებით,  დაშავებულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა.  დაღუპულია  62 ადამიანი.  აფეთქება დღეს  შიიტურ მეჩეთში მოხდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში