მიმართვიანობა შემცირდა ქობულეთის ვაქცინაციის ცენტრებში. „ ქობულეთის სამედიცინო ცენტრში", ამ დროისთვის დაახლოებით 13-ათასი მოქალაქეა აცრილი.
კლინიკის დირექტორი, ამბობს, რომ ბოლო სამი კვირის მონაცემებით საკმაოდ დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი. პირველ დოზებზე მიმართვიანობა შემცირდა "ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალშიც.
"ქობულეთის კლინიკა ბომონდის" მონაცემებით კი ჯამში 4-ათას 310 პირმა გაიკეთა ვაქცინა. აღნიშნულ კლინიკაში, ასევე კოვიდით ინფიცირებული 33 პირი გადის მკურნალობის კურსს.