აჭარაში კორონავირუსის გამო 4 საბავშვო ბაღი და 16 ჯგუფი დაიხურა 

14 ოქტომბერი 2021, 13:43 727 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის გამო დაიხურა 4 საბავშვო ბაღი. მათ შორის:

• ბათუმი -1

• ქობულეთი - 1

• ქედა - 1

• ხულო -1

ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო დაიხურა სხვადასხვა საბავშო ბაღების16 ჯგუფი. მათ შორის, ბათუმის საბავშო ბაღებში დაიხურა 11 ჯგუფი, ქობულეთში 4, ქედაში 1.

ერთი სკოლა დაიხურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ონლაინ სწავლებაზე კი გადასულია 75 კლასი. მათ შორის:

• ბათუმი - 55

• ქობულეთი -16

• ხელვაჩაური - 1

• ქედა - 2

• შუახევი - 1

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში