ბათუმი შეიძლება ითქვას პირველ ადგილს იჭერს მასობრივი მშენებლობებით. ქალაქის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, კორპუსების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია.
უძრავი ქონების ბიზნესი ახლა ყველაზე შემოსავლიანია ქვეყანაში და განსაკუთრებით ტურისტულ ზონაში, გაფართოებასთან ერთად სწორედ ამ მიზნით ხდება დაშენება და მიშენება.
ვიდრე ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ 8 ოქტომბრის ტრაგედიაზე,რომელიც ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული კორპუსების რაოდენობა იზრდება.