ინდიან უელსის მასტერსი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალშია

13 ოქტომბერი 2021, 09:56 572 ნახვა

ინდიან უელსის მასტერსის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 48-ე ჩოგანი ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი სამ სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილისა და ესპანელის დაპირისპირება მეორედ შედგა, პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ 2018 წელს დოჰაში იასპარეზეს და გამარჯვება ქართველმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. მიმდინარე ტურნირზე 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა კრისტოფერ იუბენქსთან გამართა და მეტოქე ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. ქართველი რუსს ხუთჯერ დაუპირისპირდა, სამი შეხვედრა ბასილაშვილმა მოიგო, ორი კი - რუსმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი