''ნუ მოჭრი - მორთე“ -ეს არის სლოგანი იმ კამპანიისა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაიწყო. მიზანი ნაძვის ხის მოჭრის შეჩერებაა, რომელიც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ხშირდება. ახალი ინიციატივა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, კონტროლს გააძლიერებს