ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა - ინსპექცია

12 ოქტომბერი 2021, 21:11 5527 ნახვა

ტბელ აბუსერიძის 9-შ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

"ტბელ აბუსერიძის 9-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი.

მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში. მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი