პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

01 დეკემბერი 2016, 00:00 1842 ნახვა

საქართველო განაგრძობს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება. გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება. გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ტუსკმა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო შეშფოთება გამოხატა. 

ამავე კატეგორიაში