საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყანა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 დაღუპულს გლოვობს, მათგან 3 არასრულწლოვანია.
ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშები დაშვებულია, აკრძალულია გასართობი ღონისძიებები.
უბედური შემთხვევის შედეგად: მაია თოდუა, დათა შომახია, ინგა მეკეიძე, ერეკლე დავლაძე, ანასტასია დავლაძე, ნუგზარ დავლაძე, ჯემალ ბაუჟაძე, სერგო ჩხატარაშვილი, გულნარა აბჟანდაძე გარდაიცვალნენ. ამ დრომდე არ წყდება ხალხის ნაკადი შენობის ჩამონგრევის ადგილზე.
მოქალაქეები ისევ იკრიბებიან, სანთლებს ანთებენ და ყვავილები მიაქვთ დაღუპულთა პატივსაცემად.
ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპული მოზარდების პედაგოგეგბი, თანაკლასელები, ჯგუფელები. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.