ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებშია მოყოლილია ადამიანები.
არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონებიდან ხდება სამაშველო ბრიგადების მობილიზება.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ჩამონგრეულია კორპუსის ერთი ნაწილი.
თვითმხილველების თქმით, ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული დაშენებული იყო.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მიმდებარე სადარბაზოებიდან კორპუსში მცხოვრებლები სახანძრო კიბით გამოყავთ.
"სალონში მივდიოდი აქ, ამ სახლის ქვემოთ ჩემი მეგობრები მუშაობენ. ვცდილობ მათთან დაკავშირებას და კონტაქტს ვერ ვამყარებ" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.