ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის წამახალისებელი სტიპენდიის დაწესებას.
პროგრამის მიზანია პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია. ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა.