რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

06 ოქტომბერი 2021, 11:25 469 ნახვა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-მა 929 პაციენტი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ მორიგი ახალი  ანტირეკორდია.  ქვეყანაში  სულ  212 ათას 625 კოვიდპაციენტია გარდაცვლილი.  მონაცემებს რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი  ავრცელებს.  

გასული 24 საათის განმავლობაში  კოვიდ-19-ის 25 ათას 133  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთი მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი