საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,9%, ბოლო 14 დღის – 5,53%, ბოლო შვიდი დღის – 5,31%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 623 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 594 669 გამოჯანმრთელდა, 9 134 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 836 443 აცრა, დღიურად აცრილია 9 075.