უკრაინის რადის თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს

05 ოქტომბერი 2021, 18:27 913 ნახვა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვი აცხადებს, რომ მას ორი დღით პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების უფლებამოსილება  უკანონოდ  შეუწყვიტეს.  რაზუმკოვისთვის  ამ უფლებამოსილების შეწყვეტის ინიციატივით მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ გამოვიდა. 7 ოქტომბერს კი დეპუტატები სპიკერის გადაყენების საკითხს გაიტანენ კენჭისყრაზე.  რაზუმკოვი ეწინააღმდეგებოდა დაჩქარებული წესით კანონის მიღებას, რომლის მიზანი" პოლიტიკაში ოლიგარქების გავლენის შემცირება“ იყო. ოპოზიციის წევრების თქმით, კანონი, რომელიც ზელენსკის მიერ იყო ინიცირებული, პრეზიდენტის უფლებამისლებას ზრდის და კორუფციის საფრთხეს აჩენს. რაზუმკოვს კანონპროექტის  ვენეციის კომისიაში გადაგზავნა სურდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში