ტრამპს რესტორანში პროპალესტინელი აქტივისტები ლოზუნგებით დახვდნენ

10 სექტემბერი 2025, 10:09 219 ნახვა

ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში მისულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები დაადგნენ თავს. ისინი   სკანდირებდნენ ლოზუნგებს „თავისუფალი პალესტინა. ტრამპი ჩვენი დროის ჰიტლერია“.

მომიტინგეები რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ტრამპს რესტორანში  თან ახლდნენ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და პენტაგონის შეფი.

გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, აქტივისტებმა  მაინც შეძლეს რესტორანში შესვლა და იმის თქმა, რომ ისინი ვაშინგტონში არასასურველი პირები არიან, რომ მათ ხელებზე პალესტინელი ხალხის სისხლი აქვთ, რომ მათ გენოციდი ჩაიდინეს და რომ მათ შეწყვიტონ ვაშინგტონში სათვისტომოების ტერორი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი