საფრანგეთის სამხრეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

10 სექტემბერი 2025, 14:15 117 ნახვა

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მონპელიეში პოლიციამ მომიტინგეებთან შეტაკების დროს ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საყოველთაო პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ   ავტომაგისტრალების გადაკეტვას, რამაც სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.

დაკავებულია ათობით ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე განლაგებულია უსაფრთხოების ძალები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 80 ათასი პოლიციელი, მათ შორის 6 ათასი პარიზში. ფრანგული მედიის თანახმად, დემონსტრაციებში 100 ათასი ადამიანის მონაწილეობას ვარაუდობენ.

ამ საპროტესტო გამოსვლებმა შესაძლოა საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გუშინ უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრს.

გუშინვე მაკრონმა ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში მეხუთე პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი