საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

05 ოქტომბერი 2021, 14:34 786 ნახვა

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კიდევ დაეცა,  ამიტომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად სხვადასხვა რეგიონში გაიგზავნება მობილური ბრიგადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინიციატივის მიზანია აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს. ვაქცინაცია რომ სავალდებულო გახდეს, ამ საკითხზე  საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ დღეში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც 12 წელს ზევით მოზარდების ვაქცინაციის საკითხსა და ე.წ ბუსტერ დოზებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კი კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ,  საქართველო-საბერძნეთის მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, მაგრამ მათ გარკვეული რეკომენდაციებისა და მოთხოვნების დაცვა მოუწევთ.  იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ღონისძიებები  ჩატარდება რეგულაციების დაცვით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ​ეპიდსიტუაციის გართულების საფრთხე არის, რადგან მობილობა გაიზარდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში