საქართველოში კორონავირუსის 2800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1485 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.16%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 621 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 593 153, გარდაიცვალა 9 110 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 106-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 826 786 აცრა გაკეთდა.
გუშინ საქართველოში 33 679 ტესტი ჩატარდა.