მილანში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

04 ოქტომბერი 2021, 11:42 1016 ნახვა

მილანის მახლობლად მდებარე ქალაქ სან დონატო მილანესეში მომხდარ ავიაკატასტროფას რვა ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი კერძო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა. აღსანიშნავია, რომ შენობაში არავინ იმყოფებოდა. თვითმფრინავში პილოტთან ერთად შვიდი მგზავრი იმყოფებოდა. იტალიური მედიის ცნობით, მგზავრები სავარაუდოდ ფრანგები იყვნენ.

თვითმფრინავი აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა. ინციდენტთან დაკავშირებით იტალიის ეროვნული ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ გამოძიება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი