''ქართული ოცნების'' დეპუტატი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არაერთი კანონდარღვევის ფაქტი ფიქსირდება.
"საარჩევნო უბანთან ახლოს და საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების სიები.
დარღვევები დაფიქსირდა #46, #55, #60 და #64 უბანზე. ჩვენ დღის განმავლობაში ვაკვირდებით ყველა პროცესს. ისინი ცდილობენ პროვოცირებას როგორც კომისიებში, ასევე კონფლიქტში შედიან ამომრჩევლებთან და დაკმვირვებლებთან. ჩვენ შესაბამისად ვრეაგირებთ აღნიშნულ დარღვევებზე"- აცხადებს ტიტე აროშიძე.