საქართველოში კორონავირუსის 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

30 სექტემბერი 2021, 10:30 775 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2266 .

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.04%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.65%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 18 969.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 347 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში