გერმანიის ბუნდესტაგს ტრანსგენდერი დეპუტატი ეყოლება

27 სექტემბერი 2021, 17:57 1062 ნახვა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, "მწვანეთა" პარტიის კანდიდატი, ბავარიელი ტესა განსერერი პირველი ტრანსგენდერი ქალი იქნება, რომელიც ბუნდესტაგში მოხვდა. მან ამომრჩეველთა ხმების 23,6% მიიღო. თუკი პოლიტიკოსი პირდაპირ მანდატს ვერ მიიღებს, ბუნდესტაგში ის პარტიული სიით შევა. განსერერის თქმით, მისი მთავარი მიმართულებები კლიმატისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იქნება. ტესა განსერერი ბავარიის რეგიონალური პარლამენტის წევრი 2013 წლიდან არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში