ერდოღანი ყირიმს ანექსირებულ ტერიტორიად მიიჩნევს

27 სექტემბერი 2021, 17:56 1569 ნახვა

თურქეთმა შესაძლოა ყირიმთან დაკავშირებით რუსეთს  ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს. ამის შესახებ ნატოს ყოფილმა წარმომადგენელმა მოსკოვში ჰარი ტაბახმა განაცხადა. მისი თქმით, ბევრი თურქი ნახევარკუნძულს თავის რეგიონად მიიჩნევს.  მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად და ნახევარკუნძულს ანექსირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.  ეს პოზიცია ერდოღანმა მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ცნობილი გახდა, რომ 29 სექტემბერს სოჭში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებით,  მოსკოვი ამ პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში