რუსეთში კოვიდლეტალობის ანტირეკორდი დაფიქსირდა

24 სექტემბერი 2021, 15:39 968 ნახვა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.  ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ-19-ის დიაგნოზით  828 ადამიანი გარდაიცვალა ,ხოლო   21  ათას 379 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში