ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

23 სექტემბერი 2021, 13:11 1181 ნახვა

ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.  

აკი ბაშოს მე-12 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

33 წლის ქართველს ამ დროისათვის თანაბარი ბალანსი 6 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 3 ბრძოლიდან მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება.

მე-13 საბრძოლო დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში გორგაძე 27 წლის იაპონელს 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ 2 ორთაბრძოლა დათმო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში