დაკეტილი საარჩევნო უბნები - ენმ-ის განცხადება

22 სექტემბერი 2021, 18:34 1700 ნახვა

დაკეტილი საარჩევნო უბნები-ნაციონალური მოძრაობის, ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მამუკა კომახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების მონიტორინგის შედეგად, უბნების დიდი ნაწილი დაკეტილია. ასევე აცხადებს, რომ სარეგისტრაციო ჟურნალის დათვალიერების შედეგად, საქმის წარმოება უბნებში  ხარვეზებით მიმდინარებს. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თვმჯდომარეს აკისრებს. გელა ხახნელიძე კი აცხადებს, რომ  ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, ენმ -ს წევრებს კონკრეტულად, 53-უბანზე ჰქონდათ პრეტენზია, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრები ადგილზე იმყოფებოდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი