ტურნირი მინი ფეხბურთში

20 სექტემბერი 2021, 15:54 1168 ნახვა

ვახტანგ ბარაბაძის სახელობის მინი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ‘’დინამო’’ ბათუმის ორი გუნდი U-10 და U-9 დაუპირისპირდნენ და შეხვედრა U-10 - ის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გოლები  დავით ბარბაქაძემ, შოთა ძირკვაძემ და ანდრია ქილიფთარმა გაიტანეს.  ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდებოდა, სადაც აჭარის სხვადასხვა რეგიონის 6 გუნდი მონაწილეობდა.  ტურნირის მიზანი, ჭაბუკებში ფეხბურთის პოპულარიზაციის გაზრდა იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი