რამზან კადიროვმა არჩევნებში ხმების 99,70% მიიღო

20 სექტემბერი 2021, 15:48 1531 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რეგიონის მეთაურის არჩევნებში საარჩევნო ოქმების 100 % -ის დამუშავების შედეგად  ამომრჩეველთა ხმების 99,70 პროცენტით ლიდერობს. ასეთია  რუსეთის ცესკო-ს ბოლო მონაცემები. კადიროვის კონკურენტმა   რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ჰალიდ ნალაევმა ხმების მხოლოდ 0,12 % მოიპიოვადედაქლაქ გროზნოს ყოფილ მერს, ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ისა ჰაჯიმურადოვს, რომელიც პარტია „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“ იყრიდა კენჭს,  ამომრჩეველთა 0, 15% მხარდაჭერა მიიღო.  რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2011 წლის 5 აპრილიდან უდგას სათავეში.  იგი არჩევნებზე პარტია „ერთიანი რუსეთის“ ადგილობრივმა ლიდერმა წარადგინა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში