ავსტრალიის, აშშ-ის და ბრიტანეთის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეა გმობს

20 სექტემბერი 2021, 12:51 1279 ნახვა

ავსტრალიის, აშშ-ის და ბრიტანეთის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეა გმობს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ბირთვული შეიარაღების შეჯიბრება გამოიწვიოს. ფხენიანში აცხადებენ, რომ „აუკუსის“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს. „აუკუსის“ შეთანხმებით, აშშ და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების ასაგებად შესაბამის ტექნოლოგიებს გადასცემენ. ხელშეკრულება განიხილება, როგორც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გავლენის საპირისპირო ქმედება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი