დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართება

20 სექტემბერი 2021, 10:59 1352 ნახვა

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. პირველი მატჩი 16:00 საათზე ფოთში დაიწყება.

ქობულეთის ‘’შუქურა’’ თბილისის ‘’დინამოს’’ მიიღებს. ქობულეთლები 21 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა იმყოფებიან. დედაქალაქელები კი 45 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.

გათამაშების ლიდერი ბათუმის ‘’დინამო’’ კი გასვლით შეხვედრას თელავში ითამაშებს. ‘’კავკასიონი არენაზე’’ ადგილობრივი ‘’თელავი’’ გია გეგუჩაძის ‘’დინამოს’’ დაუხვდება. შავიზღვისპირელებს 50 ქულა აქვთ და პირველზე იმყოფებიან, ხოლო კახელები 25 ქულით მერვე ადგილზე არიან.

ეს დაპირისპირება 19:00 საათზეა ჩანიშნული. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

დღესვე ეროვნული ლიგის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება:

სამტრედია - ტორპედო 16:00 საათი;

დილა - საბურთალო 19:00 საათი;

ლოკომოტივი - სამგურალი 21:00.

საათი ქვეყანაში არსებული რეგულარულაციების თანახმად შეხვედრები მაყურებელის გარეშე ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში