ვახტანგ ბარამიძის სახელობის მინი საფეხბურთო ტურნირი იმართება ბათუმში. ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება, სადაც აჭარის სხვადასხვა რეგიონის 6 გუნდი მონაწილეობს.
ტურნირის ჯგუფური ეტაპების შეხვედრები უკვე გაიმართა, სადაც 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ჩემპიონატის მიზანი, ჭაბუკებში ფეხბურთის პოპულარიზაციის გაზრდაა.