უძველესი კოლხეთის კულტურული მემკვიდრეობა დანახული 21-ე საუკუნის საქართველოს ბავშვების თვალით“ -ამ სახელწოდების პროექტის ეგიდით გამოფენა გაიმართა. 71 მონაწილემ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან, ასევე უცხოეთში მცხოვრებმა მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.
მათ შორის გამორჩეულები კი კომისიამ შეაფასა. მოსწავლეები, რომლებმაც საინტერესო ნამუშევრები შექმნეს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროექტის ავტორი და ორგანიზატორი არასამთაvრობო ორგანიზაცია„ კავკასიის განვითარება“ იყო და იგი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.