უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია მათგან “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 5 მანდატი აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 1 დეპუტატიტაა წარმოდგენილი “ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა” და ასევე ერთი მანდატი აქვს “დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს”. რაც შეეხება მაჟორიტარებს 6 მაჟორიტარია და 6-ვე “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” კვოტით. იმისთვის, რომ დეპუტატის მანდატი მოეპოვებინათ მათ არჩევნების ორი ტური დასჭირდათ.