ჩინეთში მილიარზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი

16 სექტემბერი 2021, 15:26 1783 ნახვა

ჩინეთში უკვე მილიარდზე მეტი ადამიანი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულად არის აცრილი. ეს ქვეყნის მთელი მოსახლეობის 70%-ს  შეადგენს.

მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.  15 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთო ჯამში 2 მილიარდ 16 მილიონი ვაქცინა გამოიყენეს, რაც  მთელ მსოფლიოში გაკეთებული ვაქცინების დოზების მესამედს შეადგენს. ვაქცინაციის ტემპით ჩინეთმა  ევროკავშირსა და აშშ-ს გაუსწრო. მიუხედავად ამისა, პეკინი მკაცრი შეზღუდვების გაუქმებას არ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი