აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრას არ გეგმავს, ვიდრე არ ჩათვლის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი.
დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც მან დოჰაში გააკეთა, მას სურს იცოდეს რომ შეთანხმებას მიაღწევს, რადგან არ აპირებს დროის ფუჭად კარგვას. ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ქმედება იმედგამაცრუებელია, რადგან ელოდა, რომ საქმე იმაზე ადრე მოგვარდებოდა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა დადგებოდა.