სოფელ ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლაში ლაბორატორიები, თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე, სასპორტო და სააქტო დარბაზები განთავსდა. მოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მშენებლობისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა.