ბაგრატიონის ქუჩაზე მელიქიშვილისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე დღეიდან მოძრაობა აღდგება, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით ამჯერად ჩაიკეტება ლერმონტოვის ქუჩამდე ნაწილი.
ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ქუჩა მოასფალტდება, გამწვანდება და შეიცვლება წყალარინების სისტემა.