18 წლის ემა რადუკანუ US Open-ის გამარჯვებულია

12 სექტემბერი 2021, 08:57 1976 ნახვა

18 წლის ემა რადუკანუ  US Open-ის ჩემპიონია. ფინალში ერთმანეთს ორი თინეიჯერი 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ და 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი დაუპირისპირდნენ.

ბრიტანელმა მეტოქე 2 სეტში ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა და პირველი ტიტული მოიპოვა. ემა რადუკანუ ბოლო 44 წელიწადში პირველი ბრიტანელი ქალია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. 

მარია შარაპოვას შემდეგ პირველი თინეიჯერია, რომელმაც US open-ის ტიტული მოიპოვა და ჩოგბურთის ისტორიაში, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის პირველია, ვინც დიდი სლემის ტურნირი მას შემდეგ მოიგო, რაც გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

რადუკანუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და საერთო ჯამში 10 შეხვედრა მოიგო ისე რა მეტოქეს სეტიც არ დაუთმო.

ამ 10 შეხვედრაში კი ყველაზე მეტი 8 გეიმი მარიამ ბოლქვაძემ აუღო. ტურნირის დაწყებამდე რადუკანუ 150-ე ჩოგანი იყო, ხოლო ფერნანდესი 76-ე.

კაი რეიტინგში კი ბრიტანელი რადუკანუ 23-ეა, ხოლო კანადელი ფერნანდესი 28-ე.

ამერიკის ღია პირველობის ფინალში მამაკაცთა თანრიგში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანილ მედვედევი გავიდნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში