დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლას 150 ოჯახი ითხოვს

09 სექტემბერი 2021, 11:58 1301 ნახვა

აჭარაში დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლას 150-მდე ოჯახი ითხოვს. ამ დროისთვის  გეოლოგებმა ქობულეთში 70-მდე, ხოლო ხელვაჩაურში 30-მდე ოჯახი შეისწავლეს.

წინასწარი ინფორმაციით, გეოლოგები ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელების რეკომენდაციას გასცემენ.

ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობას დასახმარებლად 30- მდე ოჯახმა მიმართა, ორი ოჯახი ქირით უკვე გაიყვანეს, 5 კი უახლოეს დღეებში უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას.

უხვმა ნალექმა კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიაყენა ხელვაჩაურს ამ დრომდე უცნობია, მერიაში განმარტავენ, რომ ხარჯთაღრიცხვის შემდეგ გახდება ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი.

ცნობისთვის, გასულ კვირას ქობულეთსა და ხელვაჩაურში უხვი ნალექის შედეგად დაიმეწყრა ათობით ოჯახი, ასევე დაზიანდა საავტომობილო გზები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი