პროექტები მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში

09 სექტემბერი 2021, 11:57 1293 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ქედაში გამარჯვებული იდეების განხორციელება გრძელდება.

პროგრამით ქედის 64 სოფელში ჯამში 81 იდეა ხორციელდება. მათ შორისაა:  გზების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის მშენებლობა, სარიტუალო ინვენტარის შეძენა, სტადიონებისა და სოფლის სახლების რეაბილიტაცია, წისქვილების მშენებლობა.  

პროგრამა წელს ქედაში მეორედ განხორციელდა და მისთვის ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარია  გათვალისწინებული.

პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში