მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ქედაში გამარჯვებული იდეების განხორციელება გრძელდება.
პროგრამით ქედის 64 სოფელში ჯამში 81 იდეა ხორციელდება. მათ შორისაა: გზების კეთილმოწყობა, გარეგანათების ქსელის მშენებლობა, სარიტუალო ინვენტარის შეძენა, სტადიონებისა და სოფლის სახლების რეაბილიტაცია, წისქვილების მშენებლობა.
პროგრამა წელს ქედაში მეორედ განხორციელდა და მისთვის ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“