სტიქიის ზონაა ქობულეთშიც. აქ რამდენიმე წუთის წინ ქარბორბალა იყო, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა. დატბორილია ქუჩები, სახლები და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე აჭყვა-გელაურის დასახლებაში ეზოებში შევიდა. სოფლებში განვითარდა მეწყრული პროცესები.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ნაწილ სოფლებში აღდგენილია.