პარტნიორებს კიდევ ავუხსნით მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე - პრემიერი 

02 სექტემბერი 2021, 15:45 893 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარტნიორებს აუხსნეს და კიდევ ერთხელ განუმარტავენ რატომ თქვა მთავრობამ უარი დამატებითი სესხის, ვალის აღებაზე.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, რომ „კელი დეგნანმა თქვა სიტყვა – დახმარება“, – ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სესხი.

„მე მოვისმინე ქალბატონი ელჩის განცხადება და მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი. საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ, სირცხვილია, ხალხს ელაპარაკებით და … თქვენზე არ მაქვს საუბარი, ვიცი, რომ იღებთ დავალებებს, „ნაცმოძრაობაზე“ ვსაუბრობ.

შავით თეთრზე პირდაპირ, ცხადად წერია, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩება. ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება. საერთოდ ამდენი საუბარი რომ გვიწევს უხერხულია, ჩვენი მოსახლეობა დაიღალა. ამდენი პრობლემაა, ილაპარაკეთ ამ პროექტებზე, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი