შვიდიდან შვიდი გამარჯვება. 33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა გამოცდილ ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან გამართა და 5-რაუნდიანი ბრძოლა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაუსრულა. გიგა ჭიკაძის ძლიერ დარტყმებს მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.უდიდესი ალბათობით, ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენელი იქნება. ბრძოლის დასრულების შემდეგ,გიგამ მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.