ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დასკვნით ეტაპზეა ყინჩაური-წაბლანას დამაკავშირებელი გზის 900 მეტრიანი მონაკვეთი.
უკვე დასრულდა საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, მილების და ზღუდარების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით 60 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.